Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკი საქართველოს ბიზნესგარემოს აფასებს

მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წელსაც ჩაატარეს ერთობლივი კვლევა, რომელიც ბიზნესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემოს ანალიზს მოიცავს.
 
„ბიზნესის წარმოება 2005 წელს“ – კვლევის მიხედვით, ბიზნების წარმართვა საქართველოში მნიშვნელოვნად შეიძლება გაიოლდეს, თუკი გაიზრდება სასამართლო სისტემის ეფექტურობა, შემცირდება საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ხარჯები და რეალურ ფუნქციონირებას დაიწყებს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.  

კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მსოფლიო ბანკის პრეს-რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)