აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ მოხსენებაში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველომ “მნიშვნელოვან წინსვლას“ მიაღწია რელიგიური თავისუფლების დაცვასა და ხელშეწყობაში.
“ჩვენ მზად ვართ შევაქოთ ის ერები, რომელთაც გასული წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწიეს. მოხსენების რეზიუმე სწორედ იმ ქვეყნებს მოიცავს, მათ შორისაა საქართველო და თურქეთი, რომელთაც გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგეს და გამოიჩინეს ტოლერანტობა ყველა რელიგიური მრწამსის მიმართ“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 15 სექტემბერს წლიური მოხსენების წარდგენისას.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ “2003 წლის ნოემბრის შემდეგ რელიგიური თავისუფლებების სტატუსი გაუმჯობესდა. შემცირდა თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, ასევე მათზე ძალადობა, რელიგიური ლიტერატურის წართმევა და შეხვედრების ჩაშლა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)