Site icon Civil.ge

ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის დღე“ აღინიშნა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 20 სექტემბერს დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი “არ გადახედავს თავის პოლიტიკას“, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას ისახავს მიზნად.


კოკოითი 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობის 14 წლის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.


1990 წლის 20 სექტემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადგილობრივმა პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა და აქვე საბჭოთა კავშირში გაერთიანებაზე გამოთქვა სურვილი. რეფერენდუმის შემდეგ 1992 წელს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა სეპარატისტული რესპუბლიკა საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნო.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)