Site icon Civil.ge

ხაჯიმბა არჩევნებს უსამართლოს უწოდებს

პრეზიდენტობის ერთ–ერთმა ყველაზე რეალურმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ 3 ოქტომბერს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს “უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა.


სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, სოხუმში მიტინგზე გამოსვლისას ხაჯიმბამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გალის რაიონში მომხდარ დარღვევებს. მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლას ჰქონდა იქ ადგილი.


თავდაპირველად აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) გამოაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება ხაჯინბამ მოიპოვა ხმათა დაახლოებით 53%–ით, თუმცა მოგვიანებით იგივე ცსკ–მ განაცხადა, რომ საინფორმაციო არხებით გავრცელებული ყველა წინა ინფორმაცია 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაზუსტია. ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები მხოლოდ 4 ოქტომბრის საღამოს გახდება ცნობილი. ყოველივე ამან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაურკვევლობა გამოიწვია.


აღსანიშნავია, რომ გაყალბების თაობაზე საუბრობდა მეორე მთავარი კანდიდატი, ოპოზიციის წარმომადგენელი სერგეი ბაღაფში, რომელიც ამტკიცებს, რომ მან არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)