მომავალ სასესიო კვირას საქართველოს პარლამენტი გეგმავს სპეციალური დადგენილების მიღებას, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს “ეროვნული უსაფრთხოების” კონცეფციის შემუშავებასა და მიღებას დაავალებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა რურუას ეკუთვნის.
მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს დოკუმენტი, სადაც გამოკვეთილი იქნება ქვეყნის ძირითადი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)