4 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და “ამდენად მათი არჩევნების თაობაზე კომენტარსაც არ ვაკეთებ“.
“ჩვენი პოზიციაა მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. ვინც არ უნდა იყოს აფხაზეთის ლიდერი, იმედი გვაქვს, რომ იგი მოლაპარაკებების გზას აირჩევს“, განაცხადა ადამ ერელიმ.
“ჩვენ ახლო კონტაქტები გვაქვს რუსეთთან და საქართველოსთან, ასევე ეუთოსთან, რათა ერთობლივად მოვაგვაროთ საქართველოში არსებული კონფლიქტები – აფხაზეთი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს“, დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)