ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად გამოცხადების თაობაზე აფხაზეთის ცსკ-ს გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა უარყო მოსკოვის კანადიდატურა – რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის პოსტზე.
“‘ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოვლენებში ის იყო, რომ აფხაზმა ხალხმა არ დაუშვა, რომ მოსკოვიდან დაენიშნათ პრეზიდენტი“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“ 11 ოქტომბერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. „დიალოგის გამართვას ყველა იმ კანდიდატთან ვგეგმავდით, ვინც გაიმარჯვებდა არჩევნებში, ეს გარდაუვალია. ჩვენი მიზანი აფხაზეთის შემოერთებაა“, – დასძინა ხაინდარავამ.
სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს, უკვე დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერები მზად არიან საპროტესტო აქციები გამართონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)