Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ბიუჯეტის ირგვლივ კამათი ბუნებრივია

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა იმ დაძაბულობის ირგვლივ, რაც პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს შორის 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას წარმოიქმნა. სააკაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო საკითხებზე კამათი მისი განხილვის დროს ბუნებრივი პროცესია.


“სწორედ ეხლა გამოჩნდება პარლამენტის სიძლიერე, რამდენად კომპეტენტურად განიხილავს ბიუჯეტს”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


დღესვე მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ პარლამენტი უსაფუძვლო ბრალდებებსა და ინტრიგების ხლართვაში დაადანაშაულა. “პარლამენტმა რეფორმატორულ ბიუჯეტს მხარს უნდა დაუჭიროს, მითუმეტეს, რომ ჩვენ მზად ვართ მათი [დეპუტატების] შენიშვნები გავითვალისწინოთ”, განაცხადა ჟვანიამ.


პარლამენტის ყველა კომიტეტემა და ფრაქციამ ბიუჯეტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა დაწერა და შენიშვნებით დაუბრუნა მთავრობას.


“იკამათებენ [მთვარობა და პარლამენტი], მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბოლოს მაინც შეთანხმდებიან”, დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)