შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბებიან და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
1992 წელს შექმნილი ორგანიზაციის წევრები არიან – ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც შემუშავდა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2004 წლის მაისიდან დღემდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)