აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ ქართულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესს“ განუცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო “არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე არ აპირებს განიხილოს პრეზიდენტის ბრძანებულება [განმეორებითი არჩევნების თაობაზე]”.
“პარლამენტართა უმეტესობას მიაჩნია, რომ განმეორებითი არჩევნების თარიღზე მსჯელობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რომლის მიღებაც საეჭვო პირობებში მოხდა, არადროულია“, განუცხადა ნუგზარ აშუბამ “ინტერპრესს”.
აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილების კვალდაკვალ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 29 ოქტომბერს ორი თვის ვადაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა უკვე დაგმო არძინბას ბრძანებულება და მას “უკანონო“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური)