Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოვლენებში რუსეთის ჩარევის მცდელობას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს აღშფოთებას და პროტესტს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც “რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომა მიიღოს აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში“.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის ამ განზრახვას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სუვერენული მეზობელი ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებში ჩარევისგან“, განაცხადა 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებსა და მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, ცალსახად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაგან.
 
სოხუმში ვითარება 12 ნოემბერს დაიძაბა, როდესაც პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა მთავრობის შენობა შტურმით აიღეს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური)