Site icon Civil.ge

საქართველო აფხაზეთში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს დაგმო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და გენერალური პროკურორის მოადგილის ვიზიტი სოხუმში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა.


მან რუს მაღალჩინოსთა ვიზიტს “არასწორი“ უწოდა და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ  რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესასწავლად სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ჩეკალინის ხელმძღვანელობით ჩავიდა. დელეგაციაში შედის ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი.


სოხუმს ასევე სტუმრობს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფი.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)