Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო უწყებაში ვაკანსიები კონკურსის შედეგად შეივსება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული 82 ვაკანსიის შესავსებად დაახლოებით 2 200-მა მსურველმა გააკეთა განაცხადი.


აპლიკანტები, რომელთაც მინიმუმ ორი ენის ცოდნა მოეთხოვებათ, ტესტირებას დღეს გაივლიან.


ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი თანამშრომლების შერჩევა ღია კონკურსის წესით ხდება.