საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს შეხვდება.
უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვში განხილული იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების საკითხები.
“ხუთთვიანი პაუზის შემდეგ შეხვედრა დატვირთული იქნება, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხები დეტალურად იქნება განხილული“, განაცხადა 25 იანვარს გელა ბეჟუაშვილმა.
