საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რობერტ სიმონსი 2-6 თებერვალს თბილისს ეწვევა.
რობერტ სიმონსი, რომელიც ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხებში, მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში რობერტ სიმონსი მონაწილეობას მიიღებს კონფერენეციაში თემაზე “სამხრეთ კავკასია 21-ე საუკუნეში: პრობლემები და პერსპექტივები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)