საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გამთენიისას თბილისში მისი მეგობრის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)