Site icon Civil.ge

ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიული ცნობები

ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიული ცნობები

1985-1992 წლებში მუშაობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად და უმცროს მეცნიერ მუშაკად.

1988-1993 წლებში იყო “საქართველოს მწვანეთა” ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, მწვანეთა პაარტიის სპიკერი და ევროპის მწვანეთა გაერთიანების თანათავმჯდომარე.

1992 წლის ივნისიდან ნოემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.

1992-1995 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, მწვანეთა ფრაქციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა.

1999-2001 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2001 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

1993-2001 წლებში იყო “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” წევრი, ხოლო 2002 წლიდან “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარეა.

2002 წელს გადაეცა “ღია საზოგადოება – საქართველოს” პრიზი.

2003 წლის ნოემბრიდან იგი სახელმწიფო მინისტრი იყო.


2004 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია.

გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის საკითხებზე.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი