საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გადაცვალებასთან დაკავშირებით 5-6 თებერვალი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
გადაიდო საქართველოში დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება. ასევე 5-6 თებერვალს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე აღმართული დროშები დაეშვება.
ასევე შეიქმნა ზურაბ ჟვანიას დამკრძალავი კომისია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას 6 თებერვალს დაკრძალავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)