საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კონტრაბანდისტებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც [ოს და აფხაზ] სეპარატისტებთან ერთად ჩართული არიან ამ საქმიანობაში, მკაცრი პასუხი მოეთხოვებათ.
პრეზიდენტის თქმით, ცხინვალის რეგიონიდან კონტრაბანდული ტვირთების შემოდინება შემცირდა, მაგრამ შიდა ქართლში მაინც რჩება კონტრაბანდული ნაკადები, რაშიც ცალკეული პოლიციელები, საგადასახადო ორგანოებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმოამდგენლები არიან ჩართული. პრეზიდენტმა შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს მათ წინააღმდეგ ბრძოლა მოსთხოვა.
“ჩვენ ვიცით მათი ვინაობა და არავის შევარჩენთ იმას, რაც [კონტრაბანდის აღკვეთა] სისხლის ფასად იქნა მოპოვებული“, განაცხადა 11 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეგიონალურ ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)