Site icon Civil.ge

სააკაშვილი IPAP-ის განხორციელებას მიესალმება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელება წარმატებულად მიმდინარეობს. IPAP, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად, მოწოდებულია საქართველო ნატოს სტანდარტებს დაუახლოვოს.


“ნატოს ახალი პროგრამის განხორციელება კარგად მიდის და ეს თავდაცვის მინისტრის [ირაკლი ოქრუაშვილის] დამსახურებაა“, განაცხადა სააკაშვილმა თელავში სტუმრობის დროს.


“[თავდაცვის სამინისტროში] ახალი კადრები მოვიდა, რაც ასევე წარმატებული პროცესია“, დასძინა მან.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)