დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უარყო მასმედიით გავრცელებული ვერსიები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და მას შორის დაპირისპირების თაობაზე.
“ირაკლი ჩემი მეგობარია და ჩვენ შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა “რუსთავი 2“–ის ეთერში და აქვე დასძინა, რომ “ჩვენ ერთიანი მთავრობის წევრები ვართ”.
ქართული მედიის ცნობით, შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში 13 მარტს განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის არსებული უთანხოება და რეგიონში ოქრუაშვილი გავლენის შესუსტებისაკენ მიმართული კამპანიაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)