Site icon Civil.ge

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა აქცია განახლდა

15 მარტს პარლამენტის შენობის წინ სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა საპროტესტო აქცია განახლდა. აქცია პოლიციამ 14 მარტს მას შემდეგ დაარბია, რაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ კარვები გაეშალათ პარლამენტის შენობის წინ. 


საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის, ძირითადად, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ აქვთ უფლება უგამოცდოდ შევიდნენ უნივერსიტეტში. თუმცა, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონით, ეს პრივილეგია არ არის გათვალისწინებული.


ოპოზიციური “ლეიბორისტული პარტიის“ და “ახალი მემარჯვენეების“  წარმომადგენლები მხარს უჭერენ აქციის მონაწილეებს და მთავრობისგან სტუდენტების მოთხოვნათა გათვალისწინებას მოითხოვენ.


თუმცა, მთავრობა, კერძოდ, განათლების სამინისტრო არ აპირებს კოლეჯის სტუდენტებთან დათმობაზე წასვლას და აცხადებს, რომ ყველა პოტენციურმა სტუდენტმა გამოცდები უნდა ჩააბაროს.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)