რუსულ მხარეს იმედი აქვს, რომ ქართულ მხარესთან რუსული სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებებს “მარტის მესამე დეკადაში“ დაიწყებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 15 მარტს.
“შეთანხმება რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული რუსულ-ქართული მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში განხორციელებული ვიზიტის დროს, თებერვალში იქნა მიღწეული. შეთანხმების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელიც სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის საფუძველზე შეიქნება“, აცხადებს იაკოვენკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)