აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 მარტს სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს “მნიშვნელოვანი რეგიონალური საკითხები, მათ შორის სირიაში, ლიბანში და საქართველოში არსებული სიტუაცია“. საუბრის სხვა დეტალები უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)