16-17 მარტს მოსკოვში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის მხარე საქართველოს და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოვა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“, რომ ორი მხარე გააძლიერებს თანამშრომლობას სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა უკვე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მონაწილეობას მიიღებს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში.
შეხვედრის მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)