Site icon Civil.ge

რუსეთი ბაზების გასაყვანად 3-4 წელს ითხოვს

რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე რუკშინის განცხადებით, ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისთვის სამი–ოთხი წელი ის “მინიმალური ზღვარია”, რომელსაც  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დათანხმდება. 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელის გენერალ ანატოლი მაზურკევიჩის 10 მარტს გაკეთებული განცხადებით, რუსეთს სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.


“ეს დროის ის ზღვარია, რომელზეც ჩვენ წავალთ საქართველოდან ჩვენი ბაზების, სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“ 16 მარტს.


საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს ზომები საქართველოში განლაგებული რუსული ბაზების წინააღმდეგ, თუ მხარეები 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ბაზების გაყვანის “გონივრულ“ ვადებზე.


“საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაასახელოს ნებისმიერი ვადები, ჩვენი პოზიცია ამით არ შეიცვლება“, დასძინა რუკშინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)