Site icon Civil.ge

ზურაბიშვილი ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებს ოპტიმიზმით უყურებს

საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსკოვში ქართულ–რუსული მოლაპარაკებები 23 მარტს დაიწყება და სამ დღეს გასტანს.


მინისტრის განცხადებით, სპეციალური ორმხრივი ჯგუფები განიხილავენ სამხედრო ბაზების, სავიზო რეჟიმის, საზღვრის დელიმიტაციის და  კონფლიქტების მოგვარების საკითხებს, როგორც ეს 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს შეთანხმდა.


“იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება“, განაცხადა 18 მარტს სალომე ზურაბიშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)