საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.
“ჩვენ [ნურსულთან] ნაზარბაევთან ენერგოპროექტებს და სატრანზიტო მარშრუტებს განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყაზახური ბანკი [თურანალემი]თბილისის ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიციებს”, განაცხადა სააკაშვილმა 29 მარტს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 აპრილს დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)