Site icon Civil.ge

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სექტემბერში ამოქმედდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 2005 წლის სექტემბერში შევა, განაცხადა ნავთობსადენის თურქული მონაკვეთის გენერალურმა დირექტორმა გოხან ქოლოღლუმ 29 მარტს, იტყობინება Oil and Gas Journal.


ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სექტემბრიდან ამოქმედდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)