საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის 28 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც განხილული იყო ქართულ-რუსული მოლაპარაკებების, კერძოდ კი საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები, იუწყება 30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სერგეი ლავროვს 29 მარტს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან. მინისტრებმა საქართველო-რუსეთს შორის არსებულ საკითხებზე და შემდგომი მოლაპარაკების გრაფიკის შესახებ ისაუბრეს.
23–25 მარტს მოსკოვში გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებები აპრილში თბილისში გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)