Site icon Civil.ge

თავდაცვის მინისტრი ხარჯებზე საუბრისგან თავს იკავებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ქართული არმიისთვის იარაღისა და მძიმე ტექნიკის შესყიდვა, თუმცა დახარჯული თანხის რაოდენობისა და შესყიდული იარაღის სახეობების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.


“ხშირად მესმის ოპონენტების უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა გამჭირვალე არ არის. მე კარგად მესმის ეს არგუმენტები, თუმცა მეორეს მხრივ, არ მიმაჩნია მართებულად ამის თაობაზე საუბარი. ყველას ვარწმუნებ, რომ ეს ფული თანამშრომელთა კერძო მიზნებისთვის არ იხარჯება და მალე ამას ყველა დაინახავს“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “მზის“ ეთერში 4 აპრილს.


მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმილი ზრდა “მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს არმიის შესაძლებლობებს“.


მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სფეროს დაფინანსება 2005 წელს 301 მილიონ ლარს მიაღწევს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)