Site icon Civil.ge

ოქრუაშვილი: სამოქალაქო საზოგადოების შეტევის უკან გამყრელიძე დგას

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 5 აპრილს ტელეკომოპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების უკან, რომლებმაც თავდაცვის უწყებაზე მისი თქმით, “მასირებული შეტევა” წამოიწყეს, “ახალი მემარჯვენეები“ დგანან.


სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და უწყებაზე საზოგადოებრივი კონტროლის შეზღუდვის გამო 4 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე შეშფოთება გამოთქვეს. 


“ამ სამეულსა და “ახალ მემარჯვენეებს“ შორის ცოტა ხნის წინ შედგა შეხვედრა, სადაც მოითათბირეს  სტრატეგიაზე, რომ მასირებული შეტევა დაიწყოს თავდაცვის სამინისტროზე“, განაცხადა ოქრუაშვილმა დ აქვე დასძინა, რომ “მე ეს საერთოდ არ მადარდებს, მაგრამ ამ მიდგომებით სულისკვეთება კვდება ჯარში“. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)