Site icon Civil.ge

ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიზგის მშენებლობაზე პროტოკოლი გაფორმდა

ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის შესახებ პროტოკოლს 6 აპრილს, ბაქოში  საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამუშაო ჯგუფების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი.


საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ღირებულება წინასწარი გათვლებით 400 მლნ დოლარს შეადგენს, რომელიც ასევე მოხმარდება ახალქალაქი-მარაბდის სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქციას.


შარშან, 29 დეკემბერს ქართულმა, თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა პროექტის დაწყების შესახებ ერთობლივ ოქმს მოაწერეს ხელი. ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის შესახებ იდეა რვა წლის წინ გაჩნდა. 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)