4 აპრილს კიშინიოვში სუუამის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდა სუუამის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის მომზადების მიზნით, რომელიც 22 აპრილს არის დაგეგმილი.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. უზბეკეთის წარმომადგენელი სხდომაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. სხდომას დამკვირვებლის სტატუსით ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს, უნგრეთისა და ბულგარეთის დელეგაციები.
სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილს კიშინიოვში ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის შემდეგი სხდომის ჩატარების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)