Site icon Civil.ge

ბაღაფში უარს აცხადებს სააკაშვილს თბილისში შეხვდეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 7 აპრილს განაცხადა, რომ იგი არ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისში.


“არც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და არც მე არ ჩავალთ თბილისში ან ბათუმში“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


სააკაშვილმა 7 აპრილს განაცხადა, რომ იგი მზად არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს მხოლოდ თბილისში შეხვდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)