Site icon Civil.ge

ლიტველი ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის საკითხში დახმარებას აღმოუჩენენ

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით,  ლიტველ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვა, შეისწავლის საზღვარზე არსებულ ვითარებას და გააკეთებს დასკვნებს, თუ რა სახის დახმარებაა შესაძლებელი საზღვართან მიმართებაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს, თავის ლიტველ კოლეგასთან ანტანას ვალიონისთან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. 


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლიტვა მზად არის საქართველოს რუსეთთან  საზღვრის მონიტორინგის საქმეში დაეხმაროს. რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, დაღესტნის და ინგუშეთის მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგი მას შემდეგ აღარ ხორციელდება, რაც ეუთომ რუსეთის ვეტოს გამო საზღვრის მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გასულ დეკემბერს შეწყვიტა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)