Site icon Civil.ge

კოკოითი მზად არის ბუშს რუსული მხარის მონაწილეობით შეხვდეს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ედუარდ კოკოითი მზად არის შეხვდეს ჯორჯ ბუშს რუსეთის მონაწილეობით. რადგან “დღეისათვის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი რუსეთია“.


აშშ–ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს 10 მაისს ეწვევა. თუმცა ამერიკულ მხარეს ოფიციალურად არ გამოუთქვამს სურვილი თბილისში  სეპარატისტ ლიდერებთან შეხვედრის თაობაზე.
 
“პირველ რიგში ოფიციალური წინადადება შეხვედრის თაობაზე არ ყოფილა. მეორეც, აშშ-ს პრეზიდენტის პატივისცემის მიუხედავად,  ასეთი შეხვედრა თბილისში შეუძლებელია“,  იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 16 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.    


ცოტა ხნის წინ მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა უარყო საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმაც.

This post is also available in: English (ინგლისური)