18-21 აპრილს სოხუმის რაიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იგეგმება.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის განცხადებით, წვრთნებში 3000 სამხედრო მოსამსახურე და რეზერვისტი მიიღებს მონაწილეობას. გამოყენებული იქნება საარტილერიო, საზღვაო, სატანკო და საავიაციო ქვედანაყოფები.
მისი თქმით, წვრთნების მიზანია “სამეთაურობო სრულყოფა და ჯარების საბრძოლო უნარ-ჩვევების ამაღლება“.
This post is also available in: English (ინგლისური)