Site icon Civil.ge

ბურჯანაძე: არ ვაპირებ ოპოზიციაში გადასვლას

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მედიაში გავრცელებული ვერსიების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს ოპოზიციაში გადასვლას.


უკანასკნელ პერიოდში ქართულ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძის საპარლამენტო გუნდის შემცირება მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვიოს. ცოტა ხნის წინ “ბურჯანაძის გუნდთან” ასოცირებული დეპუტატ სალომე სამადაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა ბენილუქსის ქვეყნებში ელჩად წარადგინა.


“ჩვენ ხელისუფლებაში ერთიანი გუნდით მოვედით“,  აცხადებს ნინო ბურჯანაძე და აქვე დასძენს, რომ “[მისი] განსხვავებული აზრი ან თუნდაც პრეტენზიები ოპოზიციაში გადასვლას არ უნდა ნიშნავდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)