Site icon Civil.ge

ნოღაიდელი: უზბეკეთი სუუამის სამიტს არ დაესწრება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით 17–18 აპრილს უზბეკეთს სტუმრობდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზბეკეთი 22 აპრილს კიშინეუში დაგეგმილ სუუამის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.


“ის ფაქტი, რომ უზბეკეთი სუუამის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, საქართველო–უზბეკეთის ორმხრივ ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.


ბოლო წლებში სუუამს (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) უზებეკეთი სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)