ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში თვითგამოცხადებული აფხაზეთის ჯარები ოჩამჩირის მახლობლად საზღვაო დესანტის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკას სწავლობენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო 21 აპრილს “რია ნოვოსტი“.
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში YAK-41 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნები 1500 ჯარისკაცისა და 2500 რეზერვისტის მონაწილეობით რეგიონში 18 აპრილს დაიწყო.
რუსული გაზეთი “კომერსანტი“ 19 აპრილს იუწყებოდა, რომ წვრთნებში სუ-27 გამანადგურებლებიც იღებენ მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)