25 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი შესაძლოა მიმდინარე წლიდან დაიწყოს, იუწყება “რია ნოვოსტი“.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსული ბაზების გაყვანა ეტაპრობრივად მოხდება და შესაძლოა უკვე ამ წლიდან დაიწყოს“, განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში პროგრესი მიღწეულია და “უახლოეს მომავალში რუსული ბაზები დატოვებენ საქართველოს“.
ამავე დროს, ზურაბიშვილმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოიჩინა და განაცხადა, რომ მთელი სირთულე დეტალებშია. მისი თქმით, ექსპერტები ერთი კვირის ვადაში იმუშავებენ დეტალებზე და აღდგომის შემდეგ (1 მაისს) მინისტრები შეაფასაბენ მიღწეულ შეთანხმებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)