Site icon Civil.ge

ლავროვი ქართველ მესაზღვრეთა ეუთოს წვრთნის პროგრამას მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი დადებითად შეხვდა ეუთოს გადაწყვეტილებას ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის თაობაზე, იუწყება “ინტერფაქსი“.


“ქართული სასაზღვრო ჯარების ეუთოს ეგიდით წვრთნის შესახებ გადაწყვეტილებას რუსულმა მხარემ მხარი დაუჭირა“, განაცხადა დღეს თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.


ეუთოს მუდმივმა საბჭომ ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამა 14 აპრილს დაამტკიცა. თუმცა ამას წინ უძღოდა, თბილისის შეფასებით, რუსეთის “არაკონსტუქციული პოზიციის“ გამო პროგრამის შესაძლო დაბლოკვა და ეუთოში რუსულ–ქართული დებატები ამ საკითხზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)