ნორვეგია გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში 2005-2007 წლებში განსახორციელებელ პროექტებზე 10 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. შესაბამის მემორანდუმს 10 მაისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან პეტერსონმა და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა თავმჯდომარემ ზეფირინ დიარემ ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი, იტყობინება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტები ძირითადად ეფექტური მმართველობის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელდება. შეთანხმება ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ნორვეგიასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის. ამგვარად, ნორვეგიის ხელისუფლება პირდაპირ იქნება ჩართული პროექტების შერჩევასა და განხორციელებაში.
This post is also available in: English (ინგლისური)