პრეზიდენტი სააკაშვილი მომავალ კვირას არანაკლებ 19 კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ახალი შემადგენლობის დამტკიცების მიზნით მას შემდეგ, რაც ცსკ–ას წევრობის 515 მსურველიდან კანდიდატურებს სპეციალური კომისია შეარჩევს.
ამასთან საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს ცსკ–ოს თავმჯდომარის კანდიდატურა. ამ თანამდებობის დაკავების სურვილი 32–მა კანდიდატმა გამოთქვა.
ცსკ–ას წევრობის 483 მსურველიდან კი სპეციალური კომისია 30 კანდიდატს შეარჩევს, რომელთაგან არაუმეტეს 19 კანდიდატს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს 6 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად.
ცსკ–ს წევრი უნდა იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლებით, სახელმწიფო ენის მცოდნე და საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციის მქონე 25 წელს ზევით ასაკის მქონე პიროვნება.
საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების ახალი წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა 22 აპრილს დაამტკიცა, ცსკ კომპლექტდება 7 წევრით, რომელიც თავის მხრივ აყალიბებს ქვემდგომ – საოლქო და საუბნო კომისიებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)