დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ერდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრაღაში გამართავს შეხვედრებს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვაცლავ კლაუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სირილ სვობოდასთან და სენატის თავმჯდომარესთან.
ასევე იგეგმება შეხვედრა ქართული დიასპორისა და ჩეხეთის მას-მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართულ-ჩეხური ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)