Site icon Civil.ge

პრეზიდენტი სააკაშვილი კიევში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება. იგი შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.


განიხილება პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სფეროში საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხები.


უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მოლდოვას, აზერბაიჯანის, ესტონეთის პრეზიდენტებთან, რომლებიც 16-17 ივნისს უკრაინაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან. 
 
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას წელს უკვე მესამედ სტუმრობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)