Site icon Civil.ge

ავსტრიაში 41 ქართველი დააპატიმრეს

ავსტრიული გაზეთის Die Presse-ის ცნობით, ავსტრიის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 მოქალაქე დააპატიმრა.


პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ს 17 ივნისს განუცხადა, რომ ქართველები ავსტრიაში თავშესაფარს ითხოვდნენ.


გაზეთ Die Presse–ის ცნობით, დაპატიმრებულ ქართველებს ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ ბრალი. მათ მიერ მოპარული ნივთების საერთო რაოდენობა 504,000 ევროს აღწევს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)