ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოში ინსპექტორთა ჯგუფს აგზავნის სავარაუდოდ, დაკარგული ბომბის დასამზადებელი ატომური მასალის მოძებნის მიზნით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” .
სააგენტოსთან დაახლოებულმა უცნობმა დიპლომატმა “როიტერს” განუცხადა, რომ სააგენტოს ასევე სურს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მისიის გაგზავნა, რათა იპოვოს იარაღის დასამზადებლად საჭირო პლუტონი ან ურანი, რომელიც შესაძლოა აფხაზეთის ბირთვული ინსტიტუტიდან დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა 9 კგ პლუტონი იყოს დაკარგული.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ინსპექტორთა ჯგუფის აფხაზეთში გაგზავნა კი უსაფრთხოების დამატებით ზომებს უკავშირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)