დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული სამშვიდობო ძალების ერთი რუსი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა და ორი ქართველი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა ნაღმზე აფეთქების შედეგად.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ამ აფეთქებას რუსი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა არ დადასტურდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამშვიდობო ძალების წარმომადგენელებმა ქართველ სამართალდამცავებთან ერთად სოფელ კეხვის მკვიდრის გოგი კახნიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს. კახნიაშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა და მას ქართველი სამართალდამცველები რუს სამშვიდობოებთან ერთად ეძებდნენ.
სავარაუდოდ, გოგი კახნიაშვილი ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)